Aa
Aa

მარტა-ფანტასტიკა! - ბრაზილიელი ლეგენდის ფენომენალური რეკორდი

ლეგენდარული ბრაზილიელი ქალი ფეხბურთელი, მარტა, ისტორიაში პირველი მოთამაშეა, რომელმაც 5 სხვადასხვა მსოფლიო ჩემპიონატზე გოლის გატანა შეძლო.

33 წლის შემტევმა ავსტრალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართული მატჩისას თავი პენალტიდან გამოიჩინა, მსოფლიო ჩემპიონატებზე თავისი მე-16 გოლი შეაგდო, რაც ასევე სარეკორდო მაჩვენებელია.

მარტამ მუნდიალზე პირველად 2003 წელს ითამაშა, მას შემდეგ კი არცერთი ტურნირი არ გამოუტოვებია, საუკეთესო შედეგს კი 2007 წელს მიაღწია, როცა ბრაზილიელებმა ვერცხლის მედალი მოიპოვეს.

მარტა ბრაზილიის ქალთა ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია, მას 145 მატჩჩი 111 გოლი აქვს გატანილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები