პრემიერლიგის კალენდარი ცნობილია:პირველ ტურში ''ჩელსი'' ''ოლდ ტრაფორდს'' ესტუმრება
Aa
Aa

პრემიერლიგის კალენდარი ცნობილია:პირველ ტურში ''ჩელსი'' ''ოლდ ტრაფორდს'' ესტუმრება

ინგლისის პრემიერლიგის 2019-20 წლების სეზონის კალენდარი ცნობილია. სეზონი 9 აგვისტოს ''ენფილდზე'' ''ლივერპულისა'' და ''ნორვიჩის'' შეხვედრით დაიწყება. პირველი ტური ''ოლდ ტრაფორდზე'' ''მანჩესტერ იუნაიტედისა'' და ''ჩელსის'' დაპირისპირებით დასრულდება.

პირველ ტურში ''ჩელსისა'' და ''მანჩესტერ იუნაიტედის'' შეხვედრა 2004-05 წლების სეზონში შედგა, ჟოზე მოურინიოს პრემიერლიგური დებიუტი ''არისტოკრატების'' გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

2018-19 წლების სეზონში პრემიერლიგაში ''ნორვიჩი,'' ''შეფილდი იუნაიტედი'' და ''ასტონ ვილა'' აღზევდნენ. ინგლისის ელიტარული ლიგა ''კარდიფმა,'' ''ფულემმა'' და ''ჰადერსფილდმა'' დატოვეს.

2019/20 წლების სეზონის პრემიერლიგის პირველი ტური:

9 აგვისტო

ლივერპული - ნორვიჩი

10 აგვისტო

ვესტ ჰემი - მანჩესტერ სიტი

ბორნმუთი - შეფილდ იუნაიტედი

ბარნლი - საუთჰემპტონი

კრისტალ პალასი - ევერტონი

ლესტერი - ვულვზი

უოტფორდი - ბრაიტონი

ტოტენჰემი - ასტონ ვილა

11 აგვისტო

ნიუკასლი - არსენალი

მანჩესტერ იუნაიტედი - ჩელსი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები