Aa
Aa

რაონიჩი შტუტგარტის ტურნირის 1/4 ფინალში გავიდა

მილოშ რაონიჩი და ლუკა პუიე შტუტგარტის ტურნირის 1/4 ფინალურ ეტაპზე გავიდნენ. რაონიჩმა დღის ცენტრალურ შეხვედრაში ჟო-ვილფრიდ ცონგა უმძიმეს ბრძოლაში დაამარცხა.

კანადელმა პირველი პარტია ერთი ბრეიკით მოიგო, დანარჩენი ორი სეტის ბედი კი ტაიბრეიკზე გადაწყდა - ჯერ ცონგამ იმარჯვა და სეტებში წონასწორობა აღადგინა, „დისაიდერში“ კი რაონიჩმა შემოკლებული გეიმი ძალიან დამაჯერებლად მოიგო, საბოლოოდ - 6:4; 6:7; 7:6.

რაონიჩის შემდეგი მეტოქე მარტონ ფუქსოვიჩი იქნება, რომელმაც ნიკოლოზ ბასილაშვილს ასევე რთული მატჩი მოუგო.

3-სეტიან ბრძოლაში იმარჯვა ლუკა პუიემაც. ფრანგმა დანილ მედვედევის წინააღმდეგობა 7:6; 4:6; 6:2-ით გადალახა და 1/4 ფინალში იან ლენარ-შტრუფს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები