„რომა“ მზად არის მირალემ პიანიჩს 30 მილიონად შეელიოს
Aa
Aa

„რომა“ მზად არის მირალემ პიანიჩს 30 მილიონად შეელიოს

დიდი ალბათობით, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის დროს, სერბი ნახევარმცველი, მირალემ პიანიჩი გუნდს დატოვებს.

 

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, რომაელები მზად არიან თავის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს 30 მილიონად შეელიონ. აღნიშნული წყაროს ინფორმაციით სერბი ნახევარმცველის შეძენით, „ლივერპული“. „ბარსელონა“, „პარი სენ ჟერმენი“ და „ბაიერნი“ ინტერესდებიან. შეგახსენებთ, რომ „რომასთან“ მირალემ პიანიჩის კონტრაქტი 2018 წლამდე არის გათვლილი.

 

 

მიმდინარე სეზონში პიანიჩმა იტალიის ჩემპიონატის 26 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ფეხბურთელის ანგარიშზე კი 4 გატანილი გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები