Aa
Aa

U20: საქართველოს ნაკრებმა მძიმე ბრძოლა შემოატრიალა და შოტლანდია დაამარცხა!

საქართველოს 20-წლამდელთა მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მე-3 მატჩი გამარჯვებით დაასრულა და შოტლანდია 17:12 დაამარცხა.

პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა 0:7 დათმო, თუმცა შესვენების შემდეგ თამაში დაალაგა და ბურთზე კონტროლი დააწესა.

ყველაფერი თედო აბჟანდაძის ჯარიმით დაიწყო. ანგარიში შემცირდა, თუმცა დერეფანის წაგების შემდეგ მეტოქემ მორიგი ლელო დაგვიდო, მაგრამ ვერ გარდასახა.

57-ე წუთზე ქართველებმა მეტოქის დაცვა გაჭრეს, რაც აბჟანდაძის ლელოთი დაგვირგვინდა!

თედომ გარდასახვაც გამოიყენა და ანგარიში 10:12 გახდა.

74-ე წუთზე დერეფანში შეცდომა ამჯერად შოტლანდიელებმა დაუშვეს, რითიც ნიორაძემ ისარგებლა და ლელო დადო.

აბჟანდაძემ ზუსტად გარდასახა და ტაბლოზე შეხვედრის საბოლოო ანგარიში 17:12 დაფიქსირდა.

ამრიგად, 20-წლამდელებმა ჯგუფში პირველი შეხვედრა მოიგეს. ჩვენი ნაკრებისთვის ეს მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში მეორე გამარჯვება იყო.

ფოტო - Georgian Rugby

ცხელი ამბები