ალჟირელი ფეხბურთელი ნაკრებიდან უცნაური მიზეზის გამო გააგდეს
Aa
Aa

ალჟირელი ფეხბურთელი ნაკრებიდან უცნაური მიზეზის გამო გააგდეს

ალჟირის ნაკრების ფეხბურთელი, ჰარის ბელკებლა, რომელიც ნაკრებში პირველად გახლდათ გამოძახებული, უხამსი ქმედების გამო სახლში გაუშვეს.

როგორც ირკვევა ალჟირის ეროვნული გუნდის ერთ-ერთი მოთამაშე, ალექსანდრ ოუკიჯა Twitch-ზე პოპულარული თამაშის, Fortnite-ის ლაივსტრიმს ახორციელებდა, როცა მის უკან მყოფმა ბელკებლამ შარვალი ჩაიხადა და მაყურებელს უკანალი უჩვენა.

აღნიშნული ვიდეო ალჟირის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამაც ნახა და გადაწყვიტა დამნაშავე ეროვნული გუნდიდან უმალვე გაეგდო.

25 წლის ფეხბურთელი ალჟირის ნაკრებთან ერთად აფრიკის ეროვნებათა თასისთვის ემზადებოდა, თუმცა ახლა იძულებულია ტურნირს სახლიდან ადევნოს თვალი.

შეგახსენებთ, რომ აფრიკის ეროვნებათა თასი სტარტს 21 ივნისს აიღებს. ალჟირი C ჯგუფში მოხვდა და მომდევნო ეტაპის საგზურის მოსაპოვებლად კენიის, სენეგალისა და ტანზანიის ეროვნული გუნდების წინააღმდეგ იბრძოლებს.

ცხელი ამბები