მილტონ ჰეიგი იაპონიაში დარჩება
Aa
Aa

მილტონ ჰეიგი იაპონიაში დარჩება

იაპონიაში მომუშავე სპორტული ჟურნალისტი რიჩ ფრიმენი სოციალურ ქსელში "ბორჯღალოსნების"  მთავარ მწვრთნელზე საუბრობს.

ჟურნალისტის ინფორმაციით ზელანდიელი სპეციალისტი რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრებს დატოვებს და კარიერას იაპონურ კლუბ "სანტორი სანგოლიათში" გააგრძელებს, რომელიც იაპონიის ხუთგზის ჩემპიონია.

მილტონ ჰეიგი საქართველოს ნაკრებს 2011 წლიდან წვრთნის.

მასთან ერთად „ბორჯღალოსნებმა“ 2015 წლის მსოფლიოს თასზე ორი მატჩის მოგება მოახერხეს.

ცხელი ამბები