Aa
Aa

Sky Sports: პარიზელებმა "ბარსას" აჯობეს - დე ლიხტი "პსჟ-ში" გადავა

ჰოლანდიის ნაკრებისა და „აიაქსის“ 19 წლის უკანახაზელი, მატიის დე ლიხტი უდიდესი ალბათობით კარიერას „პარი სენ-ჟერმენში“ გააგრძელებს. ამ ინფორმაციას Calciomercato გავლენიან გამოცემა Sky Sports-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

დე ლიხტის საკუთარ რიგებში ხილვა ევროპული ფეხბურთის რამდენიმე გრანდის სურდა. ბოლო პერიოდში კი ორი გუნდი დაწინაურდა - „ბარსელონა“ და „პსჟ“. თუმცა როგორც ჩანს „პარკ დე პრენსის“ ბინადრებმა „ბლაუგრანას“ აჯობეს.

გავრცელებული ინფორმაციით დე ლიხტის აგენტი, მინო რაიოლა დღეს პარიზში ჩაფრინდება, „პსჟ-ს“ სპორტულ დირექტორს ანტერო ენრიკეს შეხვდება და კონტრაქტის ბოლო დეტალებს შეათანხმებს. ტრანსფერს ორივე მხარე ლეონარდოს დანიშვნის შემდეგ დაადასტურებს, რომელიც უახლოეს პერიოდში ენრიკეს ჩაანაცვლებს.

Sky Sports-ის მიხედვით პარიზელები ყველაფერს აკონტროლებენ და „ბარსელონას“ ინტერესის მიუხედავად, დარწმუნებულები არიან, რომ მომდევნო სეზონში დე ლიხტი „პარკ დე პრენსზე“ ითამაშებს.

19 წლის ჰოლანდიელის გაფორმების შემთხვევაში ფრანგები კიმპემბეს გასხვისებას შეეცდებიან და არც ტიაგო სილვას გაყიდვაზე იტყვიან უარს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები