რიქსენის ბოლო საჯარო გამოსვლა:''სიცოცხლისთვის ბრძოლა გრძელდება''
Aa
Aa

რიქსენის ბოლო საჯარო გამოსვლა:''სიცოცხლისთვის ბრძოლა გრძელდება''

შოტლანდიური გლაზგოს ''რეინჯერსისა'' და რუსული ''ზენიტის'' ყოფილმა ფეხბურთელმა ფერნანდო რიქსენმა მის ბოლო საჯარო გამოსვლაზე ქომაგები მიიწვია.

რიქსენი რამდენიმე წელია მამოძრავებელი ნეირონების დაავადებას ებრძვის.

ყოფილმა ფეხბურთელმა სოციალური ქსელის საშუალებით მიმართვა გაავრცელა: ''გამარჯობა, 28 ივნისს განსაკუთრებული საღამო მაქვს,  ბრძოლა კიდევ უფრო მძიმე ხდება, ეს იქნება ჩემი ბოლო საჯარო გამოსვლა.

მოდით ეს საღამო ყველასთვის დასამახსოვრებელი იყოს. იმედი მაქვს მალე გნახავთ.

ეს არ იქნება ჩემი სიცოცხლის ბოლო საღამო, სიცოცხლისთვის ბრძოლა გრძელდება.''

ჯანმრთელობის პრობლემასთან მრავალწლიანი ბრძოლის მიუხედავად რიქსენმა ევთანაზიაზე უარი განაცხადა, ის სიცოცხლისთვის ბრძოლას აგრძელებს. ბოლო საჯარო გამოსვლა არ ნიშნავს, რომ რიქსენი სიცოცხლისთვის ბრძოლის შეწყვეტას აპირებს. 

აღნიშნულ საღამოზე დასწრების მსურველმა 70 ფუნტი უნდა გადაიხადოს.

რიქსენის გამოსამშვიდობებელ საღამოზე მისვლის სურვილი უკვე გამოთქვეს ცნობილმა ტელეწამყვანმა დევიდ ტანერმა, კომიკოსმა დი მაქსველმა და მომღერალმა ლინსი გლენმა.

რიქსენის წონა 48 კილოგრამს შეადგენს და შოტლანდიაში, ჩრდილო ლანაკშირის წმინდა ენდრიუს ჰოსპიტალში მკურნალობს. რიქსენი ''რეინჯერსთან'' ერთად შოტლანდიის ჩემპიონი ორჯერ გახდა. მას ასევე უთამაშია ჰოლანდიურ ''ალკმაარში.''

რიქსენი ''რეინჯერსში'' ზურაბ ხიზანიშვილისა და შოთა არველაძის თანაგუნდელი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები