ოფიციალურად:
Aa
Aa

ოფიციალურად: "რომას" ფონსეკა გაწვრთნის!

იტალიური "რომას" ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტს პორტუგალიელი პაულო ფონსეკა დაიკავებს.

ფონსეკა "ჯალოროსისთან" 2+1 სისტემის კონტრაქტს გააფორმებს. იტალიური პრესის ცნობით, მისი წლიური ხელფასი 2 მილიონი ევრო იქნება.

"სიხარულით მივესალმებით პაულო ფონსეკას ჩვენს კლუბში. იგი ახალგაზრდა და ამბიციური სპეციალისტია, რომელსაც საერთაშორისო გამოცდილება, გამარჯვებულის მენტალიტეტი და ის სითამამე აქვს, რაც შემტევი ფეხბურთის თამაშს სჭირდება. 

პირველივე კომუნიკაციისას მივხვდით, რომ მას "რომაში" მოსვლა, ახალი გამოწვევის მიღება, ჩვენს ფეხბურთელებთან მუშაობა და ისეთი გუნდის შექმნა სურდა, როგორითაც ფანები იამაყებენ". - განცხადა "რომას" პრეზიდენტმა ჯიმ პალოტამ.

პაულო ფონსეკა 2016 წლიდან დონეცკის "შახტარში" მუშაობდა, იქამდე კი სხვა გუნდების გარდა, "ბრაგასა" და "პორტუს" მწვრთნელიც იყო. მან ბრაგელებთან ერთად პორტუგალიის თასი მოიგო, ხოლო "შახტარს" უკრაინის ჩემპიონატი - 3-ჯერ, ქვეყნის თასი - 3-ჯერ და ერთხელ სუპერ თასი მოაგებინა.

"რომას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნით მოხარული ვარ. მინდა, კლუბის ხელმძღვანელობას მადლობა გადავუხადო, რომ კლუბის გაძღოლის საშუალება მომცა. განსაკუთრებულად მოტივირებული ვარ და მოუთმენლად ველოდები იმ მომენტს, როცა რომში ჩამოვალ, ფანებს შევხვდები და მუშაობას შევუდგები. ვფიქრობ, ერთად რაღაც განსაკუთრებულის შექმნა შეგვიძლია". - ეს უკვე თავად 46 წლის ფონსეკას სიტყვებია.

View this post on Instagram

Paulo Fonseca will be the new head coach of #ASRoma ???? Paulo Fonseca sarà il nuovo responsabile tecnico dalla stagione 2019-20 ????

A post shared by AS Roma (@officialasroma) on Jun 11, 2019 at 1:56am PDT

"გლადიატორებმა" გასული სეზონის ეუსებიო დი ფრანჩესკოს ხელმძღვანელობით დაიწყეს, რომელიც მეორე წრეში კლაუდიო რანიერიმ ჩაანაცვლა. გუნდმა სერია A-ში მე-6 ადგილი დაიკავა და მომავალ წელს ევროპა ლიგაზე ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები