The Sun - მოურინიო მზადაა „ჩელსიში“ დაბრუნდეს
Aa
Aa

The Sun - მოურინიო მზადაა „ჩელსიში“ დაბრუნდეს

ერთ-ერთი წამყვანი ბრიტანული გამოცემა, The Sun ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ირკვევა ჟოზე მოურინიო მზადაა ლონდონის „ჩელსიში“ დაბრუნდეს და „არისტოკრატების“ მთავარი მწვრთნელის პოსტი მესამედ ჩაიბაროს.

შეგახსენებთ, რომ „ლურჯები“ მაურიციო სარის შემცვლელს ეძებენ. იტალიელ სპეციალისტს „სტემფორდ ბრიჯის“ დატოვება და „იუვენტუსში“ გადასვლა სურს. ლონდონელი ქომაგები ფრენკ ლამპარდის დანიშვნას ითხოვენ, თუმცა „ჩელსის“ მესვეურები გეგმავენ არჩევანი გამოცდილ სპეციალისტზე შეაჩერონ და ამ კატეგორიაში მოურინიოს უპირატესობა ნამდვილად აქვს.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი თავკაცი გუშინ ლონდონში ერთ-ერთ აგენტთან ერთად დააფიქსირეს და ბრიტანულ გამოცემას თუ დავუჯერებთ მისი „ჩელსიში“ დანიშვნა გამორიცხული ნამდვილად არ გახლავთ.

აღსანიშნავია, რომ „არისტოკრატებმა“ ჟოზე ორივეჯერ გაათავისუფლეს, თუმცა პორტუგალიელს ეს დიდად არ ანაღვლებს და „ჩელსიში“ დაბრუნებაზე ფიქრობს. მოურინიოს გარდა მასიმილიანო ალეგრის, ერიკ ტენ ჰაგის, ნუნუ ესპირიტო სანტო და ხავი გარსიას კანდიდატურა განიხილება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები