კატალონიური რადიო - „ბარსელონა“ და „აიაქსი“ დე ლიხტის ტრანსფერზე შეთანხმდნენ
Aa
Aa

კატალონიური რადიო - „ბარსელონა“ და „აიაქსი“ დე ლიხტის ტრანსფერზე შეთანხმდნენ

ჰოლანდიის ნაკრებისა და „აიაქსის“ 19 წლის უკანახაზელის, მატიის დე ლიხტის საკუთარ რიგებში ხილვა ევროპული ფეხბურთის რამდენიმე გრანდს სურს. უცხოურ პრესაში საუბარი „მანჩესტერის“, „იუვენტუსის“ „პსჟ-ს“ და „ბარსელონას“ შესახებ მიმდინარეობს, თუმცა როგორც ჩანს „ბლაუგრანამ“ ყველას აჯობა.

კატალონიური რადიოს ინფორმაციით „კამპ ნოუს“ ბინადრებმა „აიაქსთან“ დე ლიხტის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს და ახლა ჯერი 19 წლის მცველზეა. თუ ამსტერდამელთა უკანახაზელი „ბარსაში“ გადასვლას დათანხმდება, „ბლაუგრანას“ 75 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

„ბარსელონას“ ზაფხულში დიდი გეგმები აქვს და კლუბის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე სწორედ დე ლიხტია. ამ უკანასკნელს Mundo Deportivo-მ ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა, თუმცა მაშინ „კამპ ნოუზე“ გადასვლის სურვილი არ გამოუთქვამს.

რამდენად შეესაბამება კატალონიური რადიოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია რეალობას არავინ იცის. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე საათის წინ ბრიტანული პრესა დე ლიხტს „პსჟ-ში“ გადასვლას უწინასწარმეტყველებდა. Daily Mail-ის ცნობით პარიზელები დარწმუნებულები იყვნენ, რომ „აიაქსისა“ და 19 წლის ფეხბურთელის დაყოლიება მოახერხეს და ტრანსფერს წინ არაფერი ედგა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები