Aa
Aa

გნაბრი სანეს "ბაიერნში" ეპატიჟება

მიუნხენის „ბაიერნის“ გარემარბი, სერჟ გნაბრი ლეროი სანეს „მანჩესტერ სიტის“ დატოვებისკენ და კარიერის „ალიანც არენაზე“ გაგრძელებისკენ მოუწოდებს. „რეკორდმაისტერი“ მომდევნო სეზონში არიენ რობენისა და ფრანკ რიბერის გარეშე იასპარეზებს და მათ შემცვლელად სწორედ სანეს განიხილავს.

გნაბრიმ თანამემამულის შესახებ The Mirror-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა და განაცხადა: „ლეროის ჩემს გუნდში სიამოვნებით ვიხილავდი. ჩვენ როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა, ერთმანეთს შესანიშნავად ვეწყობით.

იგი ნებისმიერ გუნდს გააძლიერებს და პირადად ჩემთვის მასთან თამაში დიდი სიამოვნებაა. სანეს ტრანსფერი „ბაიერნს“ აუცილებლად წაადგება. ლეროის ამ საკითხის შესახებ უკვე ვესაუბრე, მაგრამ გადაწყვეტილებას ის იღებს და მან უნდა გვითხრას რა მოხდება“.

გავრცელებული ინფორმაციით „რეკორდმაისტერი“ სანეს ტრანსფერის გაჩარხვას აქტიურად იმ შემთხვევაში შეეცდება, თუ გერმანელი ახალგაზრდა „ქალაქელთა“ რიგების დატოვების სურვილს გამოთქვამს. Sky Sports-ის ცნობით კი სანე გერმანიაში დაბრუნების პერსპექტივით მოხიბლული არ გახლავთ და ბუნდესლიგაში თამაშს "მანჩესტერ სიტიში" დარჩენას ამჯობინებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები