Aa
Aa

ორტისი საავადმყოფოდან გაწერეს

ბეისბოლის კლუბ „ბოსტონ რედ სოქსის“ ყოფილი ვარსკვლავის, დავიდ ორტისის, სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება და იგი გუშინ საღამოს საავადმყოფოდან გაწერეს. არსებული ვარაუდით, ორტისს ძარცვის მიზნით თავს დაესხნენ და ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

ერთ-ერთი გავლენიანი ამერიკელი ჟურნალისტის ცნობით, როცა სასწრაფო დახმარებამ დაჭრილი ორტისი ჰოსპიტალში მიიყვანა, მან ექიმს შემდეგი ფრაზა უთხრა: „გთხოვთ, სიკვდილის უფლებას ნუ მომცემთ, კარგი კაცი ვარ“.

ინციდენტი სანტო დომინგოში მდებარე ერთ-ერთ კლუბთან მოხდა. დამნაშავე მოტოციკლეტიდან ჩამოვიდა და ორტისს ახლო მანძილიდან ესროლა, რის შემდეგაც თავდამსხმელი იქვე მყოფმა მოქალაქეებმა დაიჭირეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ბოროტმოქმედს სხვადასხვა სახის დაზიანებები აქვს და პოლიციამ მისი დაკითხვა ამ დრომდე ვერ მოახერხა.

ორტისი MLB-ში 20 წლის განმავლობაში ასპარეზობდა და კარიერის უდიდესი ნაწილი სწორედ „ბოსტონ რედ სოქსის“ რიგებში გაატარა, ჩემპიონობა კი სამ სხვადასხვა გუნდთან ერთად იზეიმა.

ცხელი ამბები