გვილია:''მსაჯი ორჯერ შეცდა... გვაჯობეს და გადაგვიარეს''
Aa
Aa

გვილია:''მსაჯი ორჯერ შეცდა... გვაჯობეს და გადაგვიარეს''

ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის მორიგ ტურში დანიამ ''ტელია პარკენზე'' საქართველოს ნაკრები 5:1 გაანადგურა, თუმცა მთავარმა არბიტრმა დანიელთა მეორე და მესამე გოლებისას საეჭვო გადაწყვეტილებები მიიღო. საბა ლობჟანიძის გამათანაბრებელი გოლის შემდეგ არბიტრმა საქართველოს ნაკრების კარის მიმართულებით პენალტი დანიშნა, რომელიც ერიქსენმა შეაგდო.

მატჩის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ვაკო გვილიამ ქართულ მედიასთან ისაუბრა..

ვაკო გვილია:''5:1 ჩვენთვის მიუღებელი და საშინელი შედეგია, ასეთი ანგარიშით წაგებას არ ვიმსახურებდით. 

შეცდომები უნდა გამოვასწოროთ და საკუთარ მოედანზე უკეთ ვითამაშოთ.

როცა ანგარიში 1:1 იყო, მსაჯმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, ჯაბა კანკავას თამაშის წესი არ დაურღვევია. მსაჯი ასევე შეცდა მესამე გოლის ეპიზოდში.

3:1-ის შემდეგ დანიის ნაკრებმა აშკარად გვაჯობა, დანიელებმა გადაგვიარეს.''

ფოტო: gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები