შარაპოვა 5-თვიანი პაუზის შემდეგ კორტზე ბრუნდება
Aa
Aa

შარაპოვა 5-თვიანი პაუზის შემდეგ კორტზე ბრუნდება

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, მარია შარაპოვა, კორტზე სულ მალე დაბრუნდება და ჩვეულ რიტმში ასპარეზობას გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია თავად შარაპოვამ დაადასტურა, რომელიც ამჟამად მალიორკაში იმყოფება და მომავალ კვირას დასაწყები ტურნირისთვის ადგილზე ემზადება.

WTA-ს ოფიციალური საიტის ცნობით, 32 წლის რუსი მალიორკას ტურნირზე თამაშს დათანხმდა და გათამაშებაში მონაწილეობას "ველური ბარათის" გამოყენებით მიიღებს. 

მხრის ქრონიკული ტრავმის გამო მარია შარაპოვამ 2019 წლის სეზონში მხოლოდ 9 მატჩი ჩაატარა, მას იანვრის შემდეგ აღარ უთამაშია და "როლან გაროსის" გამოტოვებაც მოუწია.

მალიორკას ქალთა ტურნირის ძირითადი ბადის შეხვედრები 17 ივნისიდან დაიწყება. შარაპოვას გარდა, აღნიშნულ გათამაშებაში ანგელიკ კერბერი და ვიქტორია აზარენკაც მიიღებენ მონაწილეობას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები