თავისუფლების სამი მედალი ევროპის ჩემპიონატზე
Aa
Aa

თავისუფლების სამი მედალი ევროპის ჩემპიონატზე

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის 2019 წლის ჩემპიონატზე 3 მედალი მოიპოვა.

 ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში გამართულ ევროპირველობაზე მირიან მაისურაძემ (86 კგ) ოთხი შეხვედრა ჩაატარა, ოთხივე მოიგო და ევროპის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

მირიან მაისურაძემ ჩემპიონატი აზერბაიჯანელი ფუად მაილოვის ძლევით (14:6) გახსნა. შემდეგ მოლდოველ ივან ნედეალკოს აჯობა (2:1), ნახევარფინალში უკრაინელი დემიდ კარაჩენკო დაამარცხა (11:3), ხოლო საჩემპიონო ბრძოლაში სომეხი მხერ მარკოსიანი (3:2).

გოგა მამიაურმა (74 კგ) და ვასილ ხვისტანმა (125 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს.

გოგა მამიაურმა ოქრო-ვერცხლის შანსი ნახევარფინალში დაკარგა, მომავალ ჩემპიონთან, რუს დიმიტრი კუპრინთან წაგებით (2:9). ამ შეხვედრამდე მამიაურმა სომეხი ჰრაირ ალიხანიანი (12:9) და უკრაინელი იევჰენი დუბოვი (13:3) დაამარცხა. რეპეშაჟის ფინალში კი აზერბაიჯანელნასიბ ისაევს აჯობა (10:0).

ვასილ ხვისტანმა "ბრინჯაოს ფინალშიბელარუსი მიკიტა ჰორჰუნი გააკრა ბეჭებით ხალიჩას. ამ შეხვედრამდე ქართველმა მძიმეწონოსანმა ევროპის ჩემპიონატზე ერთადერთი ბრძოლა გამართამეოთხედფინალში უკრაინელ იური იძინსკისთან წააგო (0:10).

ცხელი ამბები