ბასილაშვილი ბალახის საფარის სეზონს შტუტგარტში გახსნის
Aa
Aa

ბასილაშვილი ბალახის საფარის სეზონს შტუტგარტში გახსნის

საქართველოს პირველი და მსოფლიოს მე 17 ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი დღეიდან შტუტგარტის 250 -იანი სერიის გათამაშებაში იასპარეზობს.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ტურნირზე მე-4 ნომრად არის განთესილი და გათმაშებაში პირდაპირ მეორე წრიდან ჩაერთვება.

 მისი მეტოქე უნგრელი მარტონ ფუჩოვიჩისა და ომე მუნარის შორის გამარჯვებული იქნება.

 ბასილაშვილი და ფუჩოვიჩი ერთმანეთს ამ დრომდე სამჯერ დაუპირისპირდნენ და ურთიერთ შეხვედრებში ანგარიში უნგრელის სასარგებლოდ 2-1 არის.

რაც შეეხება ომე მუნარს, ქართველი ჩოგბურთელი  ამ დრომდე კორტზე მასთან არასდროს შეხვედრია

ტურნირის გამარჯვებული 250 სარეიტინგო ქულას და 117,050 ევროს გამოიმუშავებს.

ნიკოლოზ ბასილაშვილს ქულები დასაცავი არ აქვს და შესაბამისად ყველა წრის ქულას პლიუსში ჩაიწერს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები