კევინ დურანტი ბრუნდება?
Aa
Aa

კევინ დურანტი ბრუნდება?

11 ივნისს, თბილისის დროით 05:00-ზე NBA-ს სუპერფინალური სერიის რიგით მეხუთე შეხვედრა გაიმართება. მოქმედი ჩემპიონი „გოლდენ სტეიტი“ ურთულესი ამოცანის წინაშე დგას. „მეომრები“ „ტორონტოსთან“ 3-1-ს აგებენ და ფეხის დაცდენის უფლება აღარ აქვთ.

„უორიორზის“ ქომაგებს სასწაულის სჯერათ და დარწმუნებულები არიან, რომ დურანტის დაბრუნების შემთხვევაში ყველაფერი მათ სასარგებლოდ დასრულდება. საკითხავი ისაა შეძლებს თუ არა „კეიდი“ თამაშს.

30 წლის მსუბუქმა ფორვარდმა „ჰიუსტონთან“ მიღებული ტრავმის შემდეგ პირველად ივარჯიშა. „გოლდენ სტეიტის“ წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ კევინი პარკეტზე გასვლას მოახერხებს, თუმცა მისი თამაში „საეჭვოა“.

ამერიკული პრესა იუწყება, რომ „კეიდის“ დიდხანს არ უვარჯიშია და პარკეტი მალევე დატოვა. თანაც ნატკენ ფეხზე კვლავ ყინულები ედო. თუ დურანტმა შეხვედრაში მონაწილეობა მაინც მიიღო, საკითხავია საკუთარ თავს როგორ წარმოაჩენს. აშკარაა, რომ „კეიდის“ ტრავმა ისევ აწუხებს და 100 პროცენტით მზად ნამდვილად არ გახლავთ. „ტორონტოს“ შესანიშნავი დაცვის წინააღმდეგ კი ქულების მოგროვება ადვილი რომ არაა, მშვენივრად მოგეხსენებათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები