დე ლიხტი:
Aa
Aa

დე ლიხტი: "რონალდუმ მკითხა გადავიდოდი თუ არა იუვენტუსში"

ერთა ლიგის ფინალურ შეხვედრაში პორტუგალიამ ჰოლანდიას 1:0 სძლია და ტურნირის პირველი გამარჯვებული გახდა.

მატჩის მიწურულს საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. კრიშტიანუ რონალდუ მატიის დე ლიხტთან მივიდა და რაღაც ჩასჩურჩულა.

შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებმა დე ლიხტს ჰკითხეს თუ რა უთხრა მას რონალდუმ და ეხებოდა თუ არა ეს მის „იუვენტუსში“ შესაძლო ტრანსფერს.

„დიახ, მან მკითხა გადავიდოდი თუ არა იუვენტუსში. მოულოდნელი იყო, თავიდან ვერ მივხვდი რა ხდებოდა, შოკირებული ვიყავი და უბრალოდ გამეღიმა. ასეთი მატჩების დროს მსგავს რამეზე არ ვფიქრობ.

ახლა დასასვენებლად მივდივარ და თან ჩემს მომავალზე უნდა ვიფიქრო. უნდა გადავწყვიტო რა იქნება ჩემთვის საუკეთესო“.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის დე ლიხტის შეძენით „ბარსელონა“, პსჟ და „იუვენტუსი“ ინტერესდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები