skysports: ტევესი ევროპაში ბრუნდება?
Aa
Aa

skysports: ტევესი ევროპაში ბრუნდება?

საკმაოდ საინტერესო ახალ ამბავს ავრცელებს ბრიტანული skysports, რომლის ინფორმაციითაც, არის ალბათობა, რომ არგენტინელი მოთამაშე კარლოს ტევესი, რომელიც ამჟამად "ბოკა ხუნიორსის" ღირსებას იცავს, ევროპაში დაბრუნდეს და მადრიდის "ატლეტიკოს" მაისური მოირგოს. აი რა განუცხადა marca-ს ჟურნალისტს ტევესმა:

"დიახ, სიმეონემ დამირეკა და ჩემს "ატლეტიკოში" გადასვლაზე ჩამომიგდო სიტყვა, რაც ძალიან გამიხარდა, რადგან ესპანეთის ჩემპიონატში არასდროს მითამაშია და ეს ჩემთვის ახალი გამოწვევაა. თანაც ყველაზე უფრო სასიამოვნო ისაა, რომ იქ თამაში ასეთ ასაკში შემომთავაზეს. თუმცა როგორც მოვიქცე არ ვიცი, "ბოკასთან" ხომ კონტრაქტი მაკავშირებს"...

ასე რომ, ვნახოთ რას მოიფიქრებს 32 წლის ტევესი, რომელმაც თავისი ევროპული კარიერა "ვესტ ჰემში", "მანჩესტერ იუნაიტედში", "სიტისა" და "იუვენტუსში" გაატარა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები