Aa
Aa

The Sun - "მანჩესტერი" დე ხეას 20 მილიონს გადაუხდის, თუ ესპანელი გუნდს წელს დატოვებს

გავლენიანი ბრიტანული გამოცემა The Sun-ის ინფორმაციით „მანჩესტერ იუნაიტედი“ დავიდ დე ხეასთან გამომშვიდობებას გეგმავს. „წითელი ეშმაკებს“ „პსჟ-ს“ ინტერესის შესახებ ყველაფერი მშვენივრად მოეხსენებათ და მზად არიან ესპანელ გოლკიპერს 20 მილიონი ფუნტი გადაუხადონ, თუ ეს უკანასკნელი გუნდს ზაფხულში დატოვებს.

დე ხეას „ოლდ ტრაფორდის“ ბინადრებთან კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს. როგორც ირკვევა იგი აპირებს „ოცნებათა თეატრზე“ კიდევ ერთი სეზონი გაატაროს და შემდეგ გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს. ესპანელი თვლის, რომ ამ შემთხვევაში მისი მსურველი კლუბი უფრო დიდ ანაზღაურებას შესთავაზებს.

ბუნებრივია მანჩესტერელებს დე ხეას დონის მეკარის უსასყიდლოდ გაშვება არ უნდათ და 20 მილიონი ფუნტის გადახდას სწორედ ამიტომ აპირებენ. ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით The Sun იტყობინება, რომ „წითელი ეშმაკები“ 28 წლის მეკარეს 75 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეელევიან.

დე ხეა „მანჩესტერის“ ღირსებას 2011 წლიდან იცავს. ბოლო 6 სეზონიდან 4-ში იგი გუნდის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, თუმცა 2018-19 წლების სეზონში თავი არაფრით გამოუჩენია და „იუნაიტედის“ ქომაგების კრიტიკა რამდენჯერმე დაიმსახურა. საინტერესოა „წითელი ეშმაკები“ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. დე ხეას დონის მეკარის პოვნა ადვილი ნამდვილად არ გახლავთ. თანაც „ოლდ ტრაფორდის“ მკვიდრებს ზაფხულში ისედაც დიდი თანხების დახარჯვა მოუწევთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები