საქართველოს ნაკრები ჯგუფის ლიდერია
Aa
Aa

საქართველოს ნაკრები ჯგუფის ლიდერია

თბილისის სპორტის სასახლეში მიმიდნარე IHF ერთა ჩემპიონატზე საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩიც მოიგო.

ქართველმა სპორტსმენებმა მალტის ნაკრები იოლად ანგარიშით 29:13 დაამარცხეს.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე დიხამინჯია გახდა , რომელმაც მეტოქეს 10 გოლი გაუტანა.

ეროვნული ნაკრები 2 გამარჯვებით 1-2 ადგილს ბულგარეთის ნაკრებთან იყოფს.

აღსანიშნავია , რომ ბურთების უკეთესი მაჩვენებლით სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე ვიმყოფებით.

მორიგ შეხვედრას გუნდი ხვალ ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

მატჩი თბილისის სპორტის სასახლეში 18:00 საათზე გაიმართება

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები