კიტეიშვილი:
Aa
Aa

კიტეიშვილი: "დანია დაუმარცხებელი არაა"

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და გრაცის "შტურმის" ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვილმა, დანიის ნაკრებთან გასამართ მატჩამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

"დანიის ეროვნული ნაკრები ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. საკვალიფიკაციო ეტაპზე ისეთი სტარტი არ გამოუვიდათ, როგორსაც ელოდნენ - ორი ტურის შემდეგ ორი ქულა აქვთ.

რაც შეეხება ჩვენს განწყობას, საწყის ორ შეხვედრაში დამარცხების შემდეგ, საკუთარ მოედანზე გიბრალტარს მოვუგეთ და კარგი თამაში ვაჩვენეთ. გიბრალტარი არც თუ ისე ძლიერი ნაკრებია, მაგრამ მოგება ყოველთვის სასიამოვნოა.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გუნდში კარგი განწყობაა, დანიის ნაკრები დაუმარცხებელი გუნდი არაა, ჩვენ გარკვეული შანსები გვექნება და იმედი მაქვს, დადებით შედეგს მივაღწევთ". - აცხადებს კიტეიშვილი.

დანიისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩი დღეს, ქალაქ კოპენჰაგენში მდებარე "თელია პარკენზე" თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება, მის პირდაპირ რეპორტაჟს კი საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" შემოგვთავაზებს. შეხვედრას ავსტრიელი რეფერი - რობერტ შიორგენჰოფერი განსჯის.

ფოტო და კომენტარი - gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები