თვალსაზრისი დანია-საქართველოს მატჩზე: ''იდენტური სტილის გუნდების დაპირისპირება''
Aa
Aa

თვალსაზრისი დანია-საქართველოს მატჩზე: ''იდენტური სტილის გუნდების დაპირისპირება''

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი დავით დევდარიანი კარიერის დასრულების შემდეგ ორჰუსში ცხოვრობს და ერთ-ერთ სპორტულ კოლეჯში მწვრთნელად მუშაობს. 

კოპენჰაგენში გასამართი შეხვედრისთვის დევდარიანი ორჰუსიდან კოპენჰაგენში ჩამოვიდა და ''ტელია პარკენზე'' CrystalSport-ს ესაუბრა.პირველი კითხვა მოახლოებულ შეხვედრას ეხებოდა. დევდარიანის აზრით ორივე გუნდი შემტევ ფეხბურთს თამაშობს, მათი სათამაშო სისტემები თითქმის იდენტურია და აქედან გამომდინარე საინტერესო თამაშია მოსალოდნელი.

დავით დევდარიანი: ''დანიის ნაკრები შეტევისას 4-3-3 სქემით თამაშობს, 4-4-2-ით კი თავს იცავს, რაც ჩვენს სისტემას ძალიან ჰგავს. ამიტომაც მაინტერესებს მსგავსი სტილის გუნდების დაპირისპირება.

საქართველოს ნაკრებს ბევრი სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელი აკლია. არ ვამბობ რომ ამჟამად გამოძახებული მოთამაშეები ცუდი ფეხბურთელები არიან, მაგრამ მათ გამოცდილება და შეთამაშება აკლიათ.

View this post on Instagram

With AGf former star and Georgia national former player David Devdariani

A post shared by Dima Shariqadze (@dshariqadze) on Jun 10, 2019 at 1:36am PDT

ერთი მხრივ გიბრალტართან ადვილი თამაში იყო, თუმცა მეორე მხრივ ამ გუნდისთვის გოლის გატანა რთულია. როცა 11 ფეხბურთელი ბოლო 40 მეტრში დგას, შეტევის განხორციელება ძნელია. მწვრთნელის ტაქტიკური მონახაზი გამოჩნდა მიუხედავად იმისა, რომ ამ შემადგენლობით საქართველოს ნაკრებს ხშირად არ უთამაშია. მწვრთნელის გავლენა გუნდს ეტყობოდა.''


 

დავით დევდარიანს დანიის ეროვნული ნაკრების მოქმედი ფეხბურთელების წინააღმდეგ არაერთხელ უთამაშია.დამწყები მწვრთნელი ''ჰადერსფილფის'' მცველ მატიას იორგენსენსა და ''ფეიენორდის'' ფორვარდ ნიკოლა იორგენსენზე საუბრობს, მათ დადებით და უარყოფით მხარეებზე ამახვილებს ყურადღებას.

დევდარიანი ფეხბურთელისა და მწვრთნელის სამუშაოზე საუბრობს. მისი თქმით ფეხბურთელისგან განსხვავებით მწვრთნელს გაცილებით დიდი ცოდნა სჭირდება და მწვრთნელს გაცილებით დიდი პასუხისმგებლობა აქვს.

''საქართველოს ეროვნულ ნაკრებსა და დანიის სუპერლიგაში ვთამაშობდი, მეგონა ფეხბურთზე საკმაოდ ბევრი ვიცოდი, თუმცა როცა მწვრთნელი გავხდი, მივხვდი რომ მწვრთნელობა სულ სხვა ''სპორტია.'' ფეხბურთელობისას უშუალოდ პოზიციას აკვირდები, შენი პოზიციის გარშემო გაქვს ცოდნა, თუმცა როცა მწვრთნელი ხდები, მეტი ცოდნა გჭირდება. როცა ერთი ფეხბურთელი ასე მოძრაობს, მეორე მოთამაშე რა პოზიციაშია და ასე შემდეგ.''

დავით დევდარიანი დანიის ეროვნული ნაკრების მოქმედი ფეხბურთელების შესახებ საუბრობს. მაგალითად რობერტ სკოვზე, რომელიც ''კოპენჰაგენის'' ლიდერია. ქართველი სპეციალისტის თქმით დანიის ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელებმა ტალანტებისთვის კარგი სისტემა ააწყვეს, რამაც უკვე აჩვენა გარკვეული შედეგი.

''წელს ბევრი ფეხბურთელი გამოჩნდა, თუნდაც რობერტ სკოვი. ფედერაციამ დაიწყო რეგიონალური სკოლებისა და ცენტრების ჩამოყალიბება, გადაერთვნენ ახალგაზრდა ტალანტების ხელისშეწყობაზე.''

ინტერვიუს მიწურულს დევდარიანმა სამწვრთნელო კარიერის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით ა ლიცენზიის აღებას გეგმავს, მას პროფესიულ კლუბში მუშაობის სურვილი აქვს.

დავით დევდარიანი: ''ა ლიცენზიის აღებას ვგეგმავ, კურსები იანვარში იწყება.  ჯერ საბუთები არ შემიტანია, თუმცა ვცდილობ მიმდინარე ზაფხულში საფეხბურთო კლუბში გადავიდე სამუშაოდ. კლუბი ლიცენზიის აღებაში დამეხმარება, რადგან კურსის ღირებულება საკმაოდ მაღალია,

ლიცენზიისთვის საჭიროა მაღალი დონის კლუბში მუშაობა, რადგან ფედერაციიდან წლის განმავლობაში ორჯერ გაკვირდებიან და როცა შენი გუნდის სანახავად მოდიან ქაოსი და არეულობა არ უნდა დახვდეთ.''

დიმა შარიქაძე კოპენჰაგენიდან სპეციალურად კრისტალსპორტისთვის

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები