გურამ კაშია:''ეროვნულ ნაკრებში კაცები თამაშობენ და ჭკუის დარიგება არ სჭირდებათ''
Aa
Aa

გურამ კაშია:''ეროვნულ ნაკრებში კაცები თამაშობენ და ჭკუის დარიგება არ სჭირდებათ''

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ დანიასთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ეროვნულ ნაკრებში კაცები თამაშობენ და ჭკუის დარიგება არავის სჭირდება.

პრესკონფერენცია ''ტელია პარკენზე'' გაიმართა.

გურამ კაშია:''კვირაში ორი თამაში ჯერ კიდევ შემიძლია და ფიზიკურად თამაშისთვის მზად ვარ.

ეროვნულ ნაკრებში დიდი დანაკლისი გვაქვს, ბევრი მოთამაშე გვაკლია.

დანიის ეროვნული ნაკრები ძალიან ძლიერია და ცხადია მეტოქე მხოლოდ 3 ქულის მოპოვებისთვის იბრძოლებს. არ უნდა დავუშვათ ინდივიდუალური შეცდომები და ტაქტიკურად გამართულად უნდა ვითამაშოთ.

90 წუთის მანძილზე გიბრალტარმაც შეგვიქმნა მომენტი და ალბათ ჩვენც გვექნება შანსი და უნდა გამოვიყენოთ.

ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს ჭკუის დარიგება არ სჭირდებათ. შესაძლოა ახალგაზრდა ფეხბურთელს დარიგება მისცე, თუმცა ვინც ეროვნულ გუნდშია, დიდი პასუხისმგებლობა აკისრია და მე ჭკუას ვერ დავარიგებ.''

ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში დანიისა და საქართველოს მატჩი 10 ივნისს თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. შეხვედრა კოპენჰაგენში ''ტელია პარკენზე'' გაიმართება.

დიმა შარიქაძე კოპენჰაგენიდან სპეციალურად კრისტალსპორტისთვის

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები