ვაისი:''ჭკვიანურად უნდა ვითამაშოთ.. დანია ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა''
Aa
Aa

ვაისი:''ჭკვიანურად უნდა ვითამაშოთ.. დანია ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა''

ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის მორიგ ტურში დანია ''ტელია პარკენზე'' საქართველოს უმასპინძლებს. მატჩამდე ''ტელია პარკენზე'' ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენცია გამართა.

ვლადიმირ ვაისი:''დანია ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპის მასშტაბით. დანიის ნაკრებმა ირლანდიასთან ქულები დაკარგა, თუმცა გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო.

დანიის ნაკრებთან შეხვედრაში ჭკვიანური თამაშია საჭირო, რადგან მეტოქე ძალიან მაღალი დონის გუნდია.

ლობჟანიძე და პარუნაშვილი კარგად თამაშობენ დანიის ჩემპიონატში და ისინი კარგად იცნობენ დანიურ ფეხბურთს, თუმცა დანიის ნაკრების ფეხბურთელების დიდი ნაწილი ევროპულ კლუბებში თამაშობს. 

ვფიქრობ  ხვალინდელ შეხვედრაში საბა ლობჟანიძის გამოყენება შეგვიძლია, ის ფლანგზე სწრაფად თამაშობს და ვფიქრობ ხვალინდელ შეხვედრაში დაგვეხმარება.''

ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში დანიისა და საქართველოს მატჩი 10 ივნისს თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. შეხვედრა კოპენჰაგენში ''ტელია პარკენზე'' გაიმართება.

დიმა შარიქაძე კოპენჰაგენიდან სპეციალურად კრისტალსპორტისთვის

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები