ერიქსენი:''ქართველები ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობენ, ლამაზი ფეხბურთის მოლოდინი მაქვს''
Aa
Aa

ერიქსენი:''ქართველები ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობენ, ლამაზი ფეხბურთის მოლოდინი მაქვს''

საქართველოსთან მატჩამდე ლონდონის ''ტოტენჰემისა'' და დანიის ეროვნული ნაკრების შემტევმა კრისტიან ერიქსენმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების შესახებ ისაუბრა.

კრისტიან ერიქსენი:''ირლანდიასთან შედარებით ქართველი ფეხბურთელები ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობენ.

ირლანდიასთან ძალიან მძიმე თამაში იყო, კარისკენ ძალიან ბევრი დარტყმა შევასრულეთ, თუმცა მხოლოდ 18 პროცენტი წავიდა კარის ჩარჩოში.

საქართველოსთან უფრო კარგად ვითამაშებთ, რადგან  ქართველები ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობენ და აქედან გამომდინარე მათთან თამაში გაგვიადვილდება. საქართველოსთან მატჩში ქომაგი სანახაობრივ ფეხბურთს იხილავს.

ორი ვერმოგებული მატჩის შემდეგ გამარჯვება ძალიან გვჭირდება.''

ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში დანიისა და საქართველოს მატჩი 10 ივნისს თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. შეხვედრა კოპენჰაგენში ''ტელია პარკენზე'' გაიმართება.

დიმა შარიქაძე კოპენჰაგენიდან სპეციალურად კრისტალსპორტისთვის

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები