Aa
Aa

"რუსეთის მეძავებო!" - ლვოვში სერბეთის ჰიმნს უსტვინეს - უკრაინელთა შურისძიება

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე უკრაინის ნაკრებმა თავისი მატჩი საკუთარ მოედანზე სერბეთს 5:0 სძლია და ჯგუფში ერთპიროვნულად გალიდერდა.

შეხვედრის დაწყებამდე ერთი მეტად მნიშვნელოვანი და სკანდალური მომენტი დაფიქსირდა. სერბეთის ჰიმნის გაჟღერების დროს უკრაინელმა ქომაგებმა ადგილობრივ ხორვატებთან ერთად სტვენა დაიწყეს და ჰიმნი გადაფარეს.

პლუს ამას, ისმოდა შეძახილები - Руска курва-ს (რუსეთის მეძავი). საბოლოოდ, სერბეთის ჰიმნი მთლიანად იქნა გადაფარული.

უკრაინელების ასეთი ნაბიჯი იყო პასუხი 2014 წელს ბელგრადში საკალათბურთო მატჩის დროს რუსეთის დროშების გამოფენისთვის.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები