Aa
Aa

ტექნიკური ნოკაუტი - ტონი ფერგიუსონმა დონალდ სერონი დაამარცხა

UFC 238-ის მთავარმა ბრძოლამ მოლოდინი ვერ გაამართლა. ერთმანეთს მსუბუქი დივიზიონის ორი ვარსკვლავი ტონი ფერგიუსონი და დონალდ სერონი შეერკინენ.

გამარჯვება ფერგიუსონს დაჩა, რომელიც მისთვის მიჯრით მე-12 გახლდათ.

პირველ რაუნდში სერონი აქტირობდა და უპირატესობასაც ფლობდა, თუმცა შემდეგ ფერგიუსონი გააქტიურდა. სამწუხარო ის გახლდათ, რომ სერონს ცხვირი გაუტყდა, რასაც მარჯვენა თვალის შეშუპება მოჰყვა.

სერონი ცალი თვალით ვერ ხედავდა, რის შემდეგაც მსაჯებმა ბრძოლა შეწყვიტეს და გამარჯვება ფერგიუსონს ჩაუთვალეს.

ბრძოლის შემდეგ ფერგიუსონმა ღირსეული კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ის გამარჯვებით თავს ბედნიერად არ გრძნობს, რადგან მას მსგავსი დასასრული არ სურდა და "კოვბოისთან" რემატჩზე თანახმაა.

ცხელი ამბები