Aa
Aa

"ყველაზე მთავარი თავშია" - რონალდუმ ახსნა თუ როგორ ინარჩუნებს ფორმას დღემდე

კრიშტიანუ რონალდუმ ერთა ლიგის ფინალის წინ uefa.com-თან ისაუბრა და თავისი წარმატების საიდუმლო გაგვიმხილა.

"34 წლის და ვარ და მიუხედავად ამისა, თავს კვლავ ჩინებულად ვგრძნობ. წარმატებისთვის მთავარი მოტივაციაა, ყველაზე მთავარი თავშია.

შენს თავში მოტივაცია უნდა იგრძნო და წინსვლა განაგრძო. ფეხბურთისგან სიამოვნებას კვლავ ვიღებ.

ჩემი სამუშაო ეთიკა და მომზადება - ვფიქრობ კიდევ ბევრის მიღწევა შემიძლია.

რაც შეეხება პორტუგალიის ნაკრებს, ჩემთვის მთავარი გუნდის წარმატებაა და არა ჩემი გოლები.

ჰოლანდიის ნაკრები ძლიერი მეტოქეა, მათ გამოცდილი და ახალგაზრდა მოთამაშეები ჰყავთ. წინ დიდი მატჩი გველის".

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიისა და ჰოლანდიის ფინალური მატჩი 9 ივნისს თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები