სუპერმატჩი! ტიმმა ჯოკოვიჩი 2 დღიან ბრძოლაში დაამარცხა და როლან გაროსის ფინალშია!
Aa
Aa

სუპერმატჩი! ტიმმა ჯოკოვიჩი 2 დღიან ბრძოლაში დაამარცხა და როლან გაროსის ფინალშია!

როლან გაროსზე მეორე ფინალისტის ვინაობა გაირკვა და ეს ავსტრიელი დომინიკ ტიმი იქნება.

ტიმმა მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი 2 დღიან შეხვედრაში უდაძაბულეს 5 სეტში 6:2, 3:6, 7:5, 5:7, 7:5 დაამარცხა და 2018 წლის მსგავსად ფინალში ამჯერადაც რაფაელ ნადალს დაუპირისპირდება.

მატჩი ძალიან სანახაობრივი, დაძაბული იყო და გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა.

მსოფლიოს ავსტრიელმა მე-4 ჩოგანმა "ნოლეს" წინააღმდეგ საოცარი გამძლეობა გამოიჩინა და დასკვნით სეტში უკუბრეიკის შემდეგ შეძლო და სერბს თავისივე ჩაწოდება მოუგო, რაც საბოლოოდ გადამწყვეტი აღმოჩნდა.

ეს უდაოდ ისტორიული შეხვედრა 4 საათსა და 19 წუთს გაგრძელდა.

ამრიგად, დომინიკ ტიმი გახდა პირველი ავსტრიელი ჩოგბურთელი, რომელიც როლან გაროსზე მეორე ფინალს ითამაშებს.

ფინალური ჯახი კი ხვალ შედგება და აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ნადალი გაცილებით კომფორტულ მდგომარეობაში იმყოფება. ესპანელმა მეტოქესთან შედარებით 24 საათზე მეტი დაისვენა.

აქვე გეტყვით, რომ ტიმი ფინალის მოგების შემთხვევაში როჯერ ფედერერს ჩაანაცვლებს და მსოფლიოს მე-3 ჩოგანი გახდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები