6 წლის ქართველი ვუნდერკინდი ევროპის ჩემპიონია!
Aa
Aa

6 წლის ქართველი ვუნდერკინდი ევროპის ჩემპიონია!

ევროპის ჩემპიონატი 7-წლამდე მოჭადრაკეთა შორის 6 წლის დავით თათვიძის გამარჯვებით დასრულდა. ინფორმაციას საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ავრცელებს.

''დავით თათვიძემ მერვე პარტიაშიც დამაჯერებლად გაიმარჯვა და ერთი ტურით ადრე მოიპოვა 7 წლამდე ასაკის მოსწავლეთა შორის ევროპის ჩემპიონის ტიტული!!!'' - იუწყება საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრესსამსახური იუწყება.

6 წლის მოჭადრაკეს გამარჯვება საქართველო პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიულოცა.

ფოტოზე: 6 წლის დავით თათვიძე

ჭადრაკის ფედერაციის პრესსამსახურის ფოტო

ცხელი ამბები