შოთა არველაძე:''ვატო, ეს შენი დღე იყო''
Aa
Aa

შოთა არველაძე:''ვატო, ეს შენი დღე იყო''

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ვატო არველაძემ სადებიუტო გოლი გიბრალტარის ეროვნულ ნაკრებთან გაიტანა. ვატოს გოლს მისი ბიძა, საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი შოთა არველაძე გამოეხმაურა.

ტაშკენტის ''ფახთაქორის'' მთავარმა მწვრთნელმა Instagram-ზე დაწერა:''შენი დღე იყო ვატო, სადებიუტო გოლი ეროვნულ ნაკრებში.სიტყვებით ვერ გადმოვცემ რამდენად ვამაყობ შენით.''

 

შეგახსენებთ, ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველი გამარჯვება მესამე ტურში გიბრალტართან მოიპოვა. ვაისის გუნდმა ''დინამო არენაზე'' 3:0 გაიმარჯვა. მესამე გოლი პენალტის ნიშნულიდან არველაძემ გაიტანა.

მატჩის შემდეგ ახალგაზრდა ფეხბურთელი ქართულ მედიას ესაუბრა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები