Aa
Aa

სუპერ კავაი! "ტორონტომ" "გოლდენ სტეიტს" მეორე გასვლითი შეხვედრაც მოუგო და 3:1 დაწინაურდა!

გამთენიისას NBA-ს სუპერფინალური სერიის მე-4 შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ოკლენდში "ორაქლ სენთერმა" უმასპინძლა.

"ტორონტომ" მორიგი მოულოდნელობა შემოგვთავაზა და "გოლდენ სტეიტი" მისსავე მოედანზე დაამარცხა - 105:92.

პირველ მეოთხედში სტივ კერის გუნდი კარგად გამოიყურებოდა და 23:17-იც მოიგო. თუმცა ამის შემდეგ ყველაფერი აირია.

კანადელებმა დარჩენილი სამივე მეოთხედი მოიგეს და ოკლენდში ორივე გასვლითი შეხვედრა გამარჯვებით დაასრულეს!

ამრიგად, "რეპტორსი" სერიას უკვე 3:1-ს იგებს.

რაც შეეხება სტატისტიკას, სტეფ კარის 27 ქულა ჰქონდა, კლეი ტომპსონს 28. კერის გუნდს კევინ დურანტის გარეშე თამაში ძალიან უჭირს. ეს აშკარაა და ამის აღიარება ყველას მოუწევს.

კავაი ლეონარდი მოწოდების სიმაღლეზე იყო - 36 ქულა, 12 მოხსნა, 2 გადაცემა, 4 ჩაჭრა და 1 დაფარება.

20 ქულა ჩააგდო სერჟ იბაკამ. პასკალ სიაკამიმ კი 19 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა.

ორშაბათს სუპერფინალების მე-5 შეხვედრას კანადა უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში "ტორონტო" ისტორიას დაწერს!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები