ოფიციალურად: აზარი
Aa
Aa

ოფიციალურად: აზარი "რეალის" ფეხბურთელია!

მადრიდის "რეალმა" ლუკა იოვიჩის შემდეგ ედენ აზარიც გაიფორმა. ტრანსფერი უკვე ოფიციალურად შედგა.

28 წლის ბელგიელმა შემტევმა მადრიდელებთან კონტრაქტი 2024 წლამდე გააფორმა.

"ჩელსი" აზარის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს მიიღებს, პლუს ამას 20 მილიონი ბონუსების სახით დაემატება.

ზინედინ ზიდანი აზარის შემდეგ ნახევარდაცვის გაძლიერებაზე გადაერთვება. მადრიდელები პოლ პოგბასა და კრისტიან ერიკსენს აკვირდებიან.

ბელგიელმა შემტევმა "ჩელსის" მაისურით 352 მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე 110 გოლი და 92 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები