კაშია:''ჟარგონზე გეტყვით, უფრო ''ნაგლად'' უნდა ვითამაშოთ''
Aa
Aa

კაშია:''ჟარგონზე გეტყვით, უფრო ''ნაგლად'' უნდა ვითამაშოთ''

ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის მესამე ტურში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ''დინამო არენაზე'' გიბრალტარის ნაკრები 3:0 დაამარცხა. მიმდინარე შესარჩევ ციკლში ვლადიმირ ვაისის გუნდმა პირველი 3 ქულა მოიპოვა.

მატჩის შემდეგ ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია ქართულ მედიას ესაუბრა.

გურამ კაშია:''დღეს კომფორტულად ვგრძნობდით თავს, თამაშს ბევრი ენერგია არ წაუღია. სამ დღეში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვაქვს, ასე რომ მატჩს ძალიან დადებითად შევაფასებ.

დღევანდელ მატჩში ახალგაზრდა მოთამაშეებს თავის გამოჩენის საშუალება მიეცათ, რაც ვფიქრობ მოახერხეს.

დანიაში ძალიან საინტერესო შეხვედრა გველის.

კოპენჰაგენში უნდა ვეცადოთ შევქმნათ მომენტები, მარტო დაცვითი ფეხბურთი და იღბალზე თამაში არასწორია. ჟარგონზე რომ გითხრათ, უფრო ''ნაგლად'' უნდა ვითამაშოთ.

მარტო გუნდური თამაში საკმარისი არაა, ინდივიდუალური მოძრაობები გვჭირდება, რაც დღეს უფრო მეტად მეორე ტაიმში დავინახეთ.''


საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები შემდეგ მატჩს 10 ივნისს კოპენჰაგენში დანიასთან გამართავს.

ფოტოზე: ნიკა კვეკვესკირი და გურამ კაშია გიბრალტართან მატჩის დაწყებამდე

მატჩის დასრულების შემდეგ ლევან მჭედლიძემ ქართულ მედიასთან საუბარში დაადასტურა, რომ ახალი სეზონიდან ''ემპოლის'' შემადგენლობაში აღარ ითამაშებს, მისი ემპოლური კარიერა დასრულებულია (იხილეთ ლევან მჭედლიძის კომენტარი)

ფოტო: gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები