პირველი გამარჯვება შემტევი ფეხბურთით და ურთულესი მატჩის მოლოდინი
Aa
Aa

პირველი გამარჯვება შემტევი ფეხბურთით და ურთულესი მატჩის მოლოდინი

ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველი მატჩი მოიგო, ვლადიმირ ვაისის გუნდმა გიბრალტართან შეხვედრაში გვილიას, პაპუნაშვილისა და არველაძის გოლებით 3:0 გაიმარჯვა. დანიასთან შეხვედრამდე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა კარგი განწყობა შეიქმნეს, ლამაზი და ლაღი თამაშით გამარჯვება მოიპოვეს და ქომაგს სიამოვნება მიანიჭეს, თუმცა 10 ივნისს კოპენჰაგენში ''პარკენზე'' სრულიად განსხვავებული თამაშის მოლოდინია, რადგან გუნდების სათამაშო დონეს შორის რადიკალური სხვაობაა.

გვილიას გოლამდე აღნიშნავია გურამ კაშიას ბრწყინვალე პასი, კვეკვესკირმა საჯარიმოში შეირბინა, თუმცა დარტყმა არ გამოუვიდა.

საქართველოს ნაკრებმა პირველი გოლი 30-ე წუთზე შეაგდო, მარცხენა ფლანგზე კვარაცხელიასა და კაკაბაძის კომბინაცია გვილიამ ძალიან ეფექტური დარტყმით დაასრულა.

 

პირველი ნახევრის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ტაიმის მიწურულს ლორიას კარის მიმართულებით დანიშნული ჯარიმა იყო. ლიამ უოკერის დარტყმა ლორიამ ბრწყინვალე ნახტომში მოიგერია, ''მაგდებურგის'' ყოფილმა კარის დარაჯმა ფანტასტიკური ''სეივი'' შეასრულა.

 

ბრწყინვალე გოლის გარდა  შესვენების  შემდეგ გვილიას დუბლის შესრულების კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა მეკარესთან პირისპირ გასულმა მახვილი კუთხიდან კარს ააცილა.

გარდა იმისა, რომ  კვარაცხელიამ საგოლე კომბინაციაში მიიღო მონაწილეობა, ეს დღე მისთვის კიდევ ერთი ფაქტითაა დასამახსოვრებელი, მატჩამდე ''დინამო არენას'' გასახდელში ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა ალექსანდრე იაშვილმა, რომელიც ამჟამად სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტია,  ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტანტისთვის განკუთვნილი საჩუქარი გადასცა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველი ცვლილება იძულებითი იყო,  47-ე წუთზე კვარაცხელიამ მოედანი ტრავმის გამო დატოვა, თამაშში გიორგი პაპუნაშვილი ჩაერთო, რომელმაც მე-60 წუთზე გვილიას საგოლე გადაცემის შემდეგ ეროვნულ ნაკრებში ოფიციალურ შეხვედრებში პირველი გოლი გაიტანა. 

 

გასულ წელს პაპუნაშვილმა ეროვნულ ნაკრებში პირველი გოლი ლიეტუვას გაუტანა, თუმცა ის მატჩი ამხანაგური იყო.

View this post on Instagram

⚽️???? გოოოოოოოოოლ 2-0 ! გიორგი პაპუნაშვილიიიი <3

A post shared by Georgia (@georgianffofficial) on Jun 7, 2019 at 10:22am PDT

68-ე წუთზე ვაკო გვილიას გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა ახლო მანძილიდან ოდნავ არაზუსტად დაარტყა. ვითარება ასეთი იყო: გვილიას და არველაძეს კარისკენ დარტყმა შეეძლოთ, ორივემ მოიქნია ფეხი, თუმცა გვილიამ დაასწრო და სიზუსტე დააკლდა.

გვილიას ჰეთ-თრიქის შესრულების რეალური შანსი ჰქონდა, ორი ასპროცენტიანი მომენტი ვერ გამოიყენა და 1 გოლი შეაგდო.

 

მატჩის საბოლოო ანგარიში პოლონური ''კორონას'' ქართველმა ფორვარდმა ვატო არველაძემ დააფიქსირა, რომელმაც პენალტის ნიშნულიდან შეგდებული სადებიუტო გოლი შეყვარებულს მიუძღვნა. 

თერთმეტმეტრიანი არველაძის დარტყმას მოჰყვა, ბურთი მეტოქის მცველს ხელზე მოხვდა.

 

კაპიტანმა ჯაბა კანკავამ პენალტის დარტყმა არველაძეს დაუთმო. გოლის გატანის შემდეგ არველაძემ კანკავასთან მიირბინა და მადლობის ნიშნად გადაეხვია.

საქართველოს ნაკრები შემდეგ მატჩს 10 ივნისს დანიასთან კოპენჰაგენში''პარკენზე'' გამართავს.

ფოტო - GFF.GE

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები