ნადალი
Aa
Aa

ნადალი "როლან გაროსის" ფინალში გავიდა

როლან გაროსისფინალში 11 გზის გამარჯვებული რაფაელ ნადალი გავიდა.

ნახევარფინალურ შეხვედრაში ტურნირის მოქმედმა ჩემპიონმა ჩოგბურთის ცოცხალი ლეგენდა შვეიცარიელი როჯერ ფედერერი სამ სეტში ანგარიშით  6:3 6:4 6:2 დაამარცხა.

შეხვედრა 2 საათი და 28 წუთი გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში ესპანელმა 3 ეისი შეასრულა და 1 ორმაგი შეცდომა დაუშვა.

„როლან გაროსის“ ფინალური მატჩი კვირას 9 ივნისს გაიმართება.

მალიორკელის მეტოქე ნოვაკ ჯოკოვიჩისა და დომენიკ ტიმის შორის გამარჯვებული იქნება.

დღესვე ქალთა ერთეულების ფინალური წყვილი ვინაობა გაირკვა.

ტურნირის მთავარ შეხვედრაში ეშლი ბარტი და მარკეტა ვოდრუშოვა ითამაშებენ.

ნახევარფინალში ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა ამერიკელი ამანდა ანისიმოვა 3 სეტში ანგარიშით 6:7 6:3 6:3 დააამრცხა.  

მეორე შეხვედრაში კი ჩეხმა სპორტსმენმა ბრიტანელ იოანა კონტას 2 სეტში ანგარიშით 7:5 7:6 მოუგო. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები