„ატლეტიკოს პრეზიდენტი:
Aa
Aa

„ატლეტიკოს პრეზიდენტი: "გრიზმანის ტრანსფერის თაობაზე ბარსელონადან არავინ დამკავშირებია“

ანტუან გრიზმანის „ბარსელონაში“ გადასვლის შესახებ საკმაოდ ბევრი იწერება. ფრანგმა ფეხბურთელმა ცოტა ხნის წინ „ატლეტიკოს“ დატოვების შესახებ ოფიციალურად განაცხადა. "როხიბლანკოს" ერთ-ერთ ლიდერს კარიერის "კამპ ნოუზე" გაგრძელებას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ როგორც ჩანს იგი კატალონიელთა მთავარ სამიზნეს აღარ წარმოადგენს.

"ბლაუგრანას" ფეხბურთელთა ნაწილი გრიზმანის შარშანდელი ქმედებების გამო განაწყენებულია და მის მხარდამხარ თამაში ნამდვილად არ ხიბლავს.

28 წლის ფეხბურთელის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას მადრიდის „ატლეტიკოს“ პრეზიდენტი, ენრიკე სერესო გამოეხმაურა. ეს უკანასკნელი Onda Cero-ს ესაუბრა და აღნიშნა: "გრიზმანმა ჩვენთან ხუთი არაჩვეულებრივი წელიწადი გაატარა და შესანიშნავი სამუშაო გასწია. ჩვენ ანტუანთან კარგი ურთიერთობა გვაქვს და ერთმანეთს ბოლომდე ვენდობით. 

იმედი მაქვს ახალ კლუბშიც ზუსტად ასე მოექცევიან. არ ვიცი გრიზმანი სად მიდის. მას ჩემთვის არაფერი უთქვამს და წარმოდგენა არ მაქვს რას აპირებს.

„ბარსას“ შესახებ დასმულ კითხვას კი სერესო ასე გამოეხმაურა: "გრიზმანის ტრანსფერის თაობაზე ბარსელონადან არავინ დამკავშირებია“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები