მესუთ იოზილისა და მისი საცოლის ღირსეული ჟესტი
Aa
Aa

მესუთ იოზილისა და მისი საცოლის ღირსეული ჟესტი

„არსენალის“ გერმანელმა ფლეიმეიქერმა, მესუთ იოზილმა და მისმა საცოლემ ფეხბურთის მოყვარულთა სიმპათიები დაიმსახურეს. 30 წლის ნახევარმცველი უახლოეს პერიოდში ამინე გულსეზე დაქორწინებას გეგმავს. წყვილმა გადაწყვიტა უმნიშვნელოვანესი მოვლენა ქველმოქმედებით აღნიშნოს და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვებს დაეხმაროს.

იოზილმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა და ცერემონიაზე მიპატიჟებულ სტუმრებს საჩუქრების ყიდვის ნაცვლად, საქველმოქმედო კამპანიაში ჩართვისკენ მოუწოდა. მესუთი და მისი საცოლე გეგმავენ 1000 ბავშვის ოპერაციის თანხები დაფარონ და იმედი აქვთ, რომ ბევრი თანამოაზრე გამოუჩნდებათ.

„მე, როგორც პროფესიონალი ფეხბურთელი პრივილეგიურ მდგომარეობაში ვიმყოფები. თუმცა, ვიწვევ მათ, ვისაც სურს მონაწილეობა განსაკუთრებულ პროექტში მიიღოს. პროექტში, რომელიც ჩვენს გულებთან (მესუთი და მისი საცოლე) ძალიან ახლოსაა და Bigshoe-ს ეკუთვნის.

ამინე და მე 1000 ბავშვის ოპერაციის თანხებს დავფარავთ და ძალიან გამიხარდება თუ მთელი მსოფლიოს მასშტაბით დამატებით კიდევ რამდენიმე ქირურგიული ჩარევა ჩატარდება“.

შეგახსენებთ, რომ იოზილი 2014 წლიდან BigShoe-ს საპატიო ელჩია და გერმანელ და შვეიცარიელ ექიმებთან ერთად საზოგადოების დაუცველი ნაწილის გადარჩენაზე აქტიურად მუშაობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები