„ჩელსიმ“ FIFA-ს გადაწყვეტილება გაასაჩივრა
Aa
Aa

„ჩელსიმ“ FIFA-ს გადაწყვეტილება გაასაჩივრა

ლონდონის „ჩელსიმ“ FIFA-ს მიერ დაწესებული დისკვალიფიკაცია გაასაჩივრა. როგორც იცით თებერვალში მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ „არისტოკრატებს“ ტრანსფერების განხორციელება 1 წლით აუკრძალა და 475 000 ფუნტის გადახდა დააკისრა.

„ლურჯებმა“ გადაწყვეტილება ერთხელ უკვე გაასაჩივრეს, თუმცა FIFA-ს სააპელაციო კომიტეტისგან უარი მიიღეს. ამჯერად ლონდონელებმა სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართეს, მაგრამ აღსანიშნავია, რომ საქმის განხილვამდე დისკვალიფიკაციის გადადება არ მოუთხოვიათ. ფაქტობრივად „ჩელსის“ მესვეურები შეეგუენ იმ ფაქტს, რომ ზაფხულში ტრანსფერებს ვერ განახორციელებენ.

The Sun-ის ცნობით „არისტოკრატებს“ შეეძლოთ სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოსთვის პროცესის დასრულებამდე FIFA-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება მოეთხოვათ. თუმცა „ლურჯებმა“ „ატლეტიკოს“ გამოცდილება გაითვალისწინეს და აღარ გარისკეს.

„ნისლიან ალბიონზე“ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ „ჩელსი“ დისკვალიფიკაციას დათანხმდებოდა და მაურიციო სარის ერთ წელიწადს მისცემდა, თუმცა პრობლემა ის გახლავთ, რომ იტალიელი სპეციალისტი უდიდესი ალბათობით „სტემფორდ ბრიჯს“ დატოვებს და კარიერას ტურინის „იუვენტუსში“ გააგრძელებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები