დე ლიხტისთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოიკვეთა
Aa
Aa

დე ლიხტისთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოიკვეთა

ერთ-ერთი მოწინავე ამერიკული გამოცემა ESPN იტყობინება, რომ დე ლიხტისთვის ბრძოლაში „პარი სენ-ჟერმენი“ დაწინაურდა. 2018-19 წლების სეზონში განცდილი კრახის შემდეგ ფრანგული გუნდის მფლობელებმა გადაწყვიტეს სპორტული დირექტორის პოსტზე ლეონარდო დანიშნონ.

Qatar Sports Investments-ს სურს თავის ამბიციურ პროექტს ხორცი შეასხას და ამ საქმისთვის ლეონარდოს იდეალურ კანდიდატად მიიჩნევს. ბრაზილიელი უკვე პარიზში იმყოფება და პირადი კონტრაქტის დეტალებს ათანხმებს.

ლეონარდოს მატიის დე ლიხტის აგენტთან, მინო რაიოლასთან კარგი ურთიერთობა აქვს და ჰოლანდიელი ახალგაზრდას ტრანსფერში ეს დიდ როლს ითამაშებს. აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკებებში ლეონარდოს თანამემამულე მაქსველიცაა ჩართული, რომელიც „პსჟ-ს“ სპორტული დირექტორის ასისტენტის პოსტს იკავებს.

ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ESPN აცხადებს, რომ „ბარსელონას“, „მანჩესტერისა“ და „იუვენტუსის“ ინტერესის მიუხედავად, პარიზული კლუბის წარმომადგენლები დარწმუნებულები არიან, რომ დე ლიხტი კარიერას „პარკ დე პრენსზე“ გააგრძელებს.

ამერიკული გამოცემის ცნობით როგორც 19 წლის ჰოლანდიელს, ასევე მის აგენტს, მიაჩნიათ, რომ „პსჟ“ საუკეთესო ვარიანტია. ფრანგებს შეუძლიათ „აიაქსის“ კაპიტანს სოლიდური ანაზღაურება და ძირითად შემადგენლობაში ადგილი შესთავაზონ. თანაც მინო რაიოლას საკომისიოსაც უპრობლემოდ გადაიხდიან.

დე ლიხტის ტრანსფერის შემთხვევაში პარიზელები კიმპემბეს გასხვისებას შეეცდებიან და არც ტიაგო სილვას გაყიდვაზე იტყვიან უარს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები