Aa
Aa

"ბარსელონას" სათადარიგო გეგმა და სილესენის შემცვლელი

ერთ-ერთი მოწინავე კატალონიური გამოცემა Sport აცხადებს, რომ „ბარსელონა“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალგაზრდა ფეხბურთელით, მარკუს რაშფორდითაა დაინტერესებული. „ბლაუგრანა“ ინგლისელ თავდამსხმელს აქტიურად აკვირდება, თუმცა მის გადაბირებას იმ შემთხვევაში შეეცდება, თუ მთავარ სამიზნეს ვერ შეიძენს.

„ბარსელონას“ „მანჩესტერთან“ კარგი ურთიერთობა აქვს და გამორიცხული არაა „წითელი ეშმაკების“ დაყოლიება მოახერხოს, მაგრამ სავარაუდოდ ბევრი რამ კლუბის მიერ სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას გატარებულ პოლიტიკაზე იქნება დამოკიდებული.

„კამპ ნოუს“ ბინადრებს ზაფხულში 4 ფეხბურთელის დამატება სურთ, რომელთა შორის ორი ცენტრფორვარდი იქნება. „ბლაუგრანა“ როდრიგო მორენოს, დანიელ სტარიჯს, ალექსანდრ ლაკაზეტს და კრისტიან სტუანის აკვირდება.

Sky Sport Italia კი იუწყება, რომ კატალონიელებმა თვალი ჯანლუიჯი ბუფონსაც დაადგეს. ამ უკანასკნელმა რამდენიმე დღის წინ „პარი სენ-ჟერმენი“ დატოვა და „ბლაუგრანა“ მას იასპერ სილესენის შემცლელად განიხილავს. ჰოლანდიელი მეკარე უდიდესი ალბათობით ზაფხულში ნავსაყუდელს შეიცვლის და „კამპ ნოუდან“ წავა.

ჯანლუკა დი მარციოს ცნობით ბუფონისთვის „ფენერბაჰჩეც“ იბრძვის და ლეგენდარულ იტალიელ გოლკიპერს შეთავაზებები გერმანული და ჩინური გუნდებიდან აქვს. ასე რომ „ბარსელონას“ რთული კონკურენციის დაძლევა მოუწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები