ქალბატონმა, რომელიც ნეიმარს ბრალს გაუპატიურებაში სდებს, ბრაზილიურ ტელეარხს ინტერვიუ მისცა
Aa
Aa

ქალბატონმა, რომელიც ნეიმარს ბრალს გაუპატიურებაში სდებს, ბრაზილიურ ტელეარხს ინტერვიუ მისცა

ნაილა ტრინდადემ, რომელმაც გასულ პარასკევს ნეიმარი გაუპატიურებაში დაადანაშაულა, ბრაზილიურ ტელეარხ SBT-ის ვრცელი ინტერვიუ მისცა და 15 მაისს მომხდარი ინციდენტი გაიხსენა.

რა თქვა ტრინდადემ?

ინტერვიუს დასაწყისში ქალბატონმა ტრინდადემ აღიარა, რომ ნეიმარის მიმართ ლტოლვა ჰქონდა და მასთან ინტიმური კავშირის დამყარება სურდა. ნაილას თქმით პარიზში ჩასვლისა და სასტუმროს ღირებულება ბრაზილიელმა დაფარა, რადგან ფინანსებთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები ჰქონდა.

ჟურნალისტმა ტრინდადეს ჰკითხა 15 მაისს რა მოხდა გაუპატიურება თუ თავდასხმა, რაზეც ქალბატონმა განაცხადა - „გაუპატიურება თავდასხმასთან ერთად“

ნაილამ აღნიშნა, რომ შეხვედრისას ნეიმარი ზედმეტად აგრესიული იყო და რადიკალურად განსხვავდებოდა იმ ადამიანისგან, რომელთანაც სოციალურ ქსელებში მიმოწერა ჰქონდა.

ინტერვიუდან ირკვევა, რომ ტრინდადე ინტიმურ კავშირზე თანახმა იყო, თუმცა სურდა ბრაზილიელს კონტრაცეპტივი გამოეყენებინა. ნეიმარმა ამაზე უარი განაცხადა, კვლავ აგრესიას მიმართა და ნიალა გააუპატიურა. „ვეუბნებოდი გაჩერდი, გაჩერდი, არა! გეყოფა, მაგრამ...“

ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ვიდეო

გუშინ სოციალურ ქსელებში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ნეიმარისა და ტრინდადეს დაპირისპირებაა ასახული. ნაილას თქმით ეს კადრები ინციდენტის მეორე დღეს გახლავთ გადაღებული.

როგორც იცით ნეიმარიც ადასტურებს, რომ ტრინდადეს ორჯერ შეხვდა, თუმცა ნაილას მიერ წაყენებულ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები