Sport Mediaset: კანსელო
Aa
Aa

Sport Mediaset: კანსელო "სიტის" უახლოვდება!

ტურინის „იუვენტუსის“ განაპირა მცველი, ჟოაო კანსელო, „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლას უახლოვდება. Sport Mediaset-ის ცნობით, კლუბებს შორის მოლაპარაკებები სწრაფი ტემპით პროგრესირებს და პორტუგალიელის „ეტიჰედ სთედიუმზე“ გადაბარგების შანსი საკმაოდ მაღალია.

მანჩესტერელები „ვეკია სინიორას“ ფეხბურთელის ტრანსფერში 40 მილიონ ევროსა და თავიანთ ბრაზილიელ უკანახაზელ დანილოს სთავაზობენ. თუმცა, „იუვეს“ შემადგენლობის გაძლიერება ელსაიდ ჰიუსაით ან კირან ტრიპიერით სურს.

შესაბამისად, მხარეებს შესათანხმებელი სწორედ სატრანსფერო თანხა აქვთ. თუკი იტალიელები დანილოზე უარს იტყვიან, „სიტისთვის“ არც ფასის გაზრდა იქნება დიდი პრობლემა.

ჟოაო კანსელო ტურინელთა რიგებში გასულ ზაფხულს, მილანის „ინტერიდან“ გადავიდა, მაგრამ ცუდი პირველი სეზონი ნამდვილად არ ჰქონია. 25 წლის პირენეელმა „ბებერი ქალბატონის“ მაისურით 34 შეხვედრა ჩაატარა და აქტივში 1 გოლი და 8 საგოლე პასი მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები