აფრიკის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულს თასის დაბრუნება და გადამწყვეტი შეხვედრის გადათამაშება მოუწევს
Aa
Aa

აფრიკის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულს თასის დაბრუნება და გადამწყვეტი შეხვედრის გადათამაშება მოუწევს

აფრიკის ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრაში უცნაური შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნული ტურნირის გამარჯვებულის ვინაობის გასარკვევად ორმატჩიანი დაპირისპირება ტარდება. წლეულს სანუკვარი თასისთვის ტუნისური "ესპერანსი" და მაროკოული "ვიდადი" იბრძოდნენ.

პირველი მატჩი ფრედ, 1-1 დასრულდა. განმეორებით შეხვედრაში კი ტუნისელებმა მინიმალური სხვაობით იმარჯვეს და ჩემპიონები გახდნენ, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ მეორე დაპირისპირება 90-ის ნაცვლად 62 წუთი გაგრძელდა.

"ესპერანსი" 1-0-ს იგებდა, როცა "ვიდადის" თავდამსხმელმა ანგარიში გაათანაბრა. ერთ-ერთმა ლაინსმენმა შეცდომა დაუშვა, თამაშგარე დააფიქსირა და გოლი არ ჩაითვალა. მომენტი ვიდეორეფერისთან უნდა გადამოწმებულიყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ VAR-ის სისტემას პრობლემები ჰქონდა და გამართულად არ მუშაობდა. 

ამის გამო მომენტი ვერ გადამოწმდა, რამაც სტუმრები ძალიან გააბრაზა. მათ თამაშის გაგრძელებაზე უარი თქვეს და მოედანი დატოვეს. გამარჯვებულად კი ტუნისური გუნდი გამოცხადდა, თუმცა "ესპერანსის" ზეიმი ნაადრევი აღმოჩნდა.

აფრიკის ჩემპიონთა ლიგის მმართველმა ორგანომ ტუნისელებს თასისა და მედლების დაბრუნება და განმეორებითი შეხვედრის გადათამაშება უბრძანა. გავრცელებული ინფორმაციით გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

როგორც ირკვევა პირველი მატჩის შედეგი ძალაში დარჩება. განმეორებითი დაპირისპირება კი ნეიტრალურ სტადიონზე, აფრიკის ეროვნებათა თასის დასრულების შემდეგ, 19 ივლისს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები