ტერორისტი
Aa
Aa

ტერორისტი "ინტერის" ფეხბურთელის სახელით მოქმედებდა!

თვითმკვლელი-ტერორისტი ხალიდ ბაკრაუი, რომელმაც 22 მარტს თავი ბრიუსელის აეროპორტში აიფეთქა, დროდადრო მილანის "ინტერის" ყოფილი ფეხბურთელის, იბრაჰიმ მაარუფის სახელით სარგებლობდა.

Sky Sport-ის ინფორმაციით, კამიკაძე-ტერორისტმა ფეხბურთელის გვარ-სახელით და მასთან მსგავსებით არაერთხელ ისარგებლა. მაგალითად, ბაკრაუი 2015 წელს იტალიიდან ბელგიაში, საბერძნეთის გავლით გადავიდა, პარიზში კი ბინაც დაიქირავა.

მაარუფი, რომელსაც ბელგიის მოქალაქეობა აქვს, "ინტერის" ღირსებას 2006-09 წლებში იცავდა.

შეგახსენებთ, რომ ბრიუსელში განხორციელებული ტერაქტის შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა, 250 კი დაშავდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები