Aa
Aa

"ბარსელონას" 12-წლამდელ გოგონათა გუნდმა ბიჭების დივიზიონში 30-დან 30 შეხვედრა მოიგო და 329 გოლი შეაგდო

"ლა მასია" მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული საფეხბურთო აკადემიაა. ინოვაციური მეთოდებისა და უმაღლესი დონის მწვრთნელების დახმარებით "ბარსელონამ" უამრავი სუპერვარსკლავი აღზარდა.

კლუბი მუდმივად სიახლის ძიებაშია და ცოტა ხნის წინ საკმაოდ საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო. "ბლაუგრანამ" 12-წლამდელ გოგონათა გუნდს ნება დართო იმავე ასაკის ბიჭების დივიზიონში ეცადა ბედი. მართალია საუბარი მხოლოდ კატალონიის რეგიონს და ადგილობრივ ჩემპიონატს ეხება, მაგრამ "ბარსას" ფეხბურთელების ფენომენალურ მიღწევას ეს ნამდვილად არ აკნინებს.

New York Times-ის ინფორმაციით "ბლაუგრანას" 12-წლამდელ გოგონათა გუნდმა ჩემპიონატი 14 ქულიანი უპირატესობით მოიგო. მათ 30-დან ყველა შეხვედრაში იმარჯვეს და ჯამში 329 გოლი შეაგდეს. საუკეთესო ბომბარდირი სელია სეგურა გახდა, რომელმაც საოცარი შედეგი დააფიქსირა და მეტოქეთა კარის აღება 121-ჯერ მოახერხა!

აღსანიშნავია, რომ "ბარსელონა" პირველი გუნდი არ გახლავთ, რომელმაც ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. აქამდე მსგავსი რამ "ატლეტიკოსა" და "ბილბაოს" აკადემიის მმართველებმაც გააკეთეს და მიღწეულით კმაყოფილები არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები