Aa
Aa

"ლივერპული" ნიკოლა პეპეს უმიზნებს

იურგენ კლოპის "ლივერპულმა" 2018-19 წლების სეზონი ტრიუმფით დაასრულა და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა, თუმცა "მერსისაიდელები" ზაფხულში შემადგენლობის გაძლიერებაზე მაინც აქტიურად იმუშავებენ.

გერმანელმა სპეციალისტმა თვალი რამდენიმე ფეხბურთელს დაადგა, რომელთა შორის "ლილის" ახალგაზრდა შემტევი, ნიკოლა პეპეც გახლავთ. L'Equipe-ის ინფორმაციით 24 წლის ფეხბურთელი კლოპის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა და "წითლები" მზად არიან მის სანაცვლოდ სოლიდური თანხები გაიღონ.

ფრანგული გამოცემის ცნობით საუბარი დაახლოებით 70 მილიონ ფუნტზეა. აღსანიშნავია, რომ "ლივერპულის" გარდა პეპეს საკუთარ რიგებში ხილვა "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "არსენალს" სურთ.

"ლილში" შეგუებულები არიან იმ ფაქტთან, რომ კოტ-დივუარელი ზაფხულში გუნდს დატოვებს და ყველაფერს გააკეთებენ, რომ მის სანაცვლოდ მაქსიმალურად დიდი თანხა მიიღონ

პეპემ გასული სეზონი ფენომენალურად ჩაატარა და 39 შეხვედრაში 22 გოლი შეაგდო. მან კარიერა საფრანგეთის რიგით მეხუთე დივიზიონში დაიწყო, თუმცა პროგრესს ძალიან მალე მიაღწია. პეპეს კოტ-დივუარის ეროვნულ გუნდში 11 მატჩი აქვს ჩატარებული და თავი 4-ჯერ გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები